TV პირველის ჟურნალისტებმა ქარტიის პრინციპები დაარღვიეს
01.06.2021
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, TV პირველის ჟურნალისტებმა ნატა ქაჯაიამ და რუსუდან ჯაბანიშვილმა ინფორმაციის სიზუსტის (პირველი) და შესწორების (მეხუთე) პრინციპი დაარღვიეს.

მათ წინააღმდეგ ქარტიას ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მომართა. სადავო ჟურნალისტური პროდუქტი ტელეკომპანიის ეთერში, საინფორმაციო გამოშვებაში, 2021 წლის 10 თებერვალს გავიდა და საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების არჩევას ეხებოდა.

განმცხადებელი განმარტავდა, რომ სიუჟეტში გადმოცემული ინფორმაცია საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლების საქმიანობის შესახებ, ასევე, ამ პროცესის დაკავშირება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმირებაზე მიმდინარე მოლაპარაკებებთან, სიმართლეს არ შეესაბამებოდა და აზიანებდა საარჩევნო პროცესს.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.