POSTV-ს წინააღმდეგ ქარტიას მომართეს
18.05.2021
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო გიგა კოტრიკაძის განცხადება POSTV-ს წინააღმდეგ.

სადავო გადაცემა ტელეკომპანიის ეთერში, 2021 წლის 13 აპრილს გავიდა და ის ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციას ეხებოდა.

განმცხადებლის პოზიციით, სიუჟეტში არასწორად და შეცდომით ხდება მისი იდენტიფიცირება. მისი განმარტებით, როგორც თვითონ, ასევე აქციის სხვა მონაწილეებიც წარმოჩენილია, როგორც დესტრუქციულ და პოლიტიკურად ანგაჟირებულ ჯგუფად. განმცხადებლის თქმით, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და ზიანს აყენებს საპროტესტო პროცესს.

განმცხადებელი დავობს ქარტიის შემდეგი პრინციპიების დარღვევაზე:
  • პირველი - ინფორმაციის სიზუსტე
  • მესამე - დადასტურებული წყარო
  • მეხუთე - შესწორება
  • მეშვიდე - დისკრიმინაცია
  • მეთერთმეტე - ფაქტის განზრახ დამახინჯება
ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.