2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო გარემოს ერთობლივი შეფასება
29.10.2020
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ, სამართლიანმა არჩევნებმა (ISFED) და საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო გარემოს ერთობლივი შეფასება გამოაქვეყნეს.

ანგარიშის თანახმად, სამაუწყებლო მედია გარემო მკვეთრად პოლარიზებული იყო. აღნიშნული საკითხი, წინა წლების მსგავსად, მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება იმ ფონზე, რომ მოსახლეობის უმრავლესობა ინფორმაციის მიღების პირველწყაროდ სწორედ ტელევიზიას ასახელებს.

ამავე დოკუმენტში აღნიშნულია, რომ წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლინდა ჟურნალისტებზე ფიზიკური თავდასხმის ფაქტები, გამოიკვეთა მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან კრიტიკული მედია ორგანიზაციებისა თუ მათი წარმომადგენლების მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის და მუქარის შემთხვევები, ადგილი ჰქონდა კონკრეტული მედია საშუალების - „პანკისის სათემო რადიოს“ წინააღმდეგ სავარაუდოდ ხელისუფლების მიერ წარმოებულ კამპანიას. ანგარიშშივე აღნიშნულია, რომ ამ დრომდე არც ერთ შემთხვევას არ მოჰყოლია სამართლებრივი თუ სხვა შედეგი, რაც იწვევს მსგავსი შემთხვევების წახალისებას და წინასაარჩევნო პერიოდში მნიშვნელოვნად აზიანებს მედია გარემოს.

ვრცლად იხილეთ დოკუმენტი

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.