ნასტასია არაბულმა ქარტიის პირველი პრინციპი დაარღვია
04.10.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, რადიო თავისუფლების ჟურნალისტმა ნასტასია არაბულმა ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) პრინციპი დაარღვია.

მის წინააღმდეგ ქარტიას ბაკურ კიღურაძემ მომართა. სადავო ჟურნალისტური პროდუქტი - “2 მილიონზე მეტი მმართველ პარტიას, პანდემიის დროს, ეკონომიკური კრიზისის მოლოდინში” რადიო თავისუფლების ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ჟურნალისტურ პროდუქტში საუბარია ბაკურ კიღურაძეზე, რომელმაც ქართულ ოცნებას 50 000 ათასი ლარი შესწირა, რომ იგი მანამდე ჯაშუშობის ბრალდებით იყო დაკავებული.

განმცხადებლის განმარტებით, გამოქვეყნებულ მასალებში, ის უცხო ქვეყნის ჯაშუშობისთვის ბრალდებულ პირად არის გამოყვანილი, იმ გარემოების მიუხედავად, რომ მის მიმართ 2018 წელს, გამამართლებელი განაჩენი დადგა. მხარე მიიჩნევდა, რომ მისი ამ ფორმით წარმოჩენა მიზნად ისახავდა რეპუტაციულ დისკრედიტაციას.

განმცხადებელი ასევე დავობდა ქარტიის მეხუთე (შესწორება) და მეშვიდე (დისკრიმინაციის წახალისება) პრინციპების დარღვევაზეც, მაგრამ საბჭომ ან ნაწილებზე დარღვევა არ დაადგინა.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.