ლევან ტაბიძემ ინფორმაციის სიზუსტის პრინციპი დაარღვია
22.09.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია ფორმულას ჟურნალისტმა ლევან ტაბიძემ ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) პრინციპი დაარღვია.

მის წინააღმდეგ ქარტიას ასლან ლორთქიფანიძემ მომართა. სადავო სიუჟეტი ტელეკომპანიის ეთერში, გადაცემაში “დროება”, 2020 წლის, 21 ივნისს გავიდა, რომელიც აჭარაში შესაძლო ნეპოტიზმის ფაქტს ეხებოდა.

განმცხადებელი განმარტავდა, რომ სიუჟეტში მოყვანილი ინფორმაცია მისი ცოლისა და დავით გაბაიძის მეუღლის ნათესაური კავშირის შესახებ არასწორია.

მხარე ასევე დავობდა ქარტიის მესამე (დადასტურებული წყარო), მეხუთე (შესწორება), მეათე (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა), მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპებზე, მაგრამ საბჭომ ამ ნაწილებზე დარღვევა არ დაადგინა.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.