მთავარზე გამოქვეყნებულ მასალაში ქარტიის პრინციპი არ დარღვეულა
14.07.2020
მთავარი არხის წინააღმდეგ ქარტიას შპს “რუსთავის ავტობაზრობამ” მომართა. სადავო სიუჟეტი ეთერში 2020 წლის 16 ივნისს გავიდა და ეხებოდა საპროტესტო აქციას, რომელიც ავტომანქანების იმპორტიორებმა გამართეს ავტობაზრობის ტერიტორიაზე.

განმცხადებელი განმარტავდა, რომ მთავარი არხის გადამღებმა ჯგუფმა მათ ტერიტორიაზე ვიდეო გადაღება ნებართვის გარეშე განახორციელეს და ეს ინფორმაციის მოპოვების “არაკეთილისინდისიერი და არასამართლიანი” მეთოდი იყო (ქარტიის მე-4 პრინციპი).

ქარტიის საბჭომ არ გაიზიარა განმცხადებლის არგუმენტები და მიიჩნია რომ მე-4 პრინციპის დარღვევას ადგილი არ ჰქონია.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.