საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ ქარტიას მიმართეს
09.04.2020
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად სცნო ელმადდინ მამედოვის განცხადება საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ. სადავო მასალა, სათაურით „გიორგი გახარია-აშკარაა, რომ სიტუაცია მძიმდება, დაინფიცირების ტემპი უფრო და უფრო სწრაფი ხდება“ პირველი არხის აზერბაიჯანულენოვან ვერსიაში 2020 წლის 03 აპრილს განთავსდა.

განმცხადებელი მიიჩნევს, რომ ახალი ამბავი,რომელიც შემდეგ ითარგმნა აზერბაიჯანულ ენაზე არაზუსტი და მომხმარებლისთვის შეცდომაში შემყვანია.

მხარე მიიჩნევს, რომ დარღვეულია ქარტიის სიზუსტის, შესწორების და ფაქტის განზრახ დამახინჯების პრინციპი .

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.