მოძრაობა “სირცხვილიამ” "იმედის" ჟურნალისტების წინააღმდეგ ქარტიას მიმართა
26.03.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად სცნო მოძრაობა “სირცხვილიას” განცხადება ტელეკომპანია“იმედის” ჟურნალისტების: ირაკლი ჩიხლაძისა და შორენა ხვიჩიას წინააღმდეგ.

სადავო გახდა ტელეკომპანიის მიერ, 2020 წლის 09 თებერვალს იმედის კვირაში გასული სიუჟეტი: “ვინ არიან ადამიანები, რომლებიც ხალხის და ქვეყნის ზიანის ხარჯზე ძალაუფლების ხელში ჩაგდებას ცდილობენ.”

განმცხადებლის განმარტებით, მისი წარმოჩენით, როგორც "ნაციონალური მოძრაობის " მოკავშირე და ხელისუფლების რევოლუციური გზით შეცვლის მსურველი, სიუჟეტში მოძრაობა “სირცხვილიას” დისკრედიტაცია მოხდა. განმცხადებელი მიიჩნევს, რომ სადავო მასალაში დარღვეულია ქარტიის პირველი (სიზუსტის) პრინციპი.

ქარტიის საბჭო განხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა სიზუსტის პრინციპი.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.