ბადუ რამიშვილმა სამი მედიასაშუალების წინააღმდეგ ქარტიას მიმართა
23.03.2020

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად სცნო ბადუ რამიშვილის განცხადება ტელეკომპანია იმედის, TV 25-ისა და ინფო9-ის წინააღმდეგ. სადავო მასალები 2020 წლის 27, 28 და 29 თებერვალს გამოქვეყნდა. სამივე მათგანში მითითებულია: ,,მართალია თუ არა, რომ კორონავირუსმა უხანის სამეცნიერო ლაბორატორიიდან გაჟონა? ამ ბმულზე ნახეთ". თუმცა მითითებული ბმულები სულ სხვა ინფორმაციას შეიცავს ან არაფერია განთავსებული.

განმცხადებელს მიაჩნია, რომ დარღვეულია ქარტიის პირველი (სიზუსტე), მესამე (ინფორმაციის გადაცემა დადასტურებულ წყაროზე დაყრდნობით) მეხუთე (შესწორება) და მეთერთმეტე (პლაგიატი, ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპები.


სადავო მასალებს ქარტიის საბჭო ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს, დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.

 

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.