„ფრესკომ“ სამი მედია საშუალების წინააღმდეგ ქარტიას მიმართა
20.03.2020

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად სცნო „ფრესკოს“ განცხადება www.faktpress.com-ის, www.mins.ge-ს და www.fact2.ge-ს წინააღმდეგ. სადავო მასალები 2020 წლის 17-18 მარტს გამოქვეყნდა.

განმცხადებელი აღნიშნავს, რომ სადავო სტატიებში ,,ფრესკოს“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის ვასილ სოფრომაძის სახელით გამოქვეყნებულ ციტატებში არც ერთი სიტყვა არ ეკუთვნის ვასილ სოფრომაძეს. ,,ფრესკო“ მიიჩნევს, რომ მედია საშუალებების მხრიდან არასწორი ინფორმაციის გავრცელება მიზნად ისახავს ვასილ სოფრომაძის და მისი ბიზნეს საქმიანობის დისკრედიტაციას.

განმცხადებელს მიაჩნია, რომ დარღვეულია ქარტიის პირველი (სიზუსტე) და მეხუთე (შესწორება) პრინციპები.

სადავო მასალებს ქარტიის საბჭო ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს, დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.