kvira.ge-ს წინააღმდეგ ქარტიის საბჭოს მიმართეს
13.03.2020
ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად სცნო სოფიო ხაჭაპურიძის ორი განცხადება საინფორმაციო ვებ-საიტის, kvira.ge-ს წინააღმდეგ.

განმცხადებელი მიიჩნევს რომ kvira.ge-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიებში, რომლებიც ეხება დავით ქაცარავას ქმედებებს საოკუპაციო ხაზთან, დარღვეულია ქარტიის რამდენიმე, მათ შორის პირველი (არასწორი ინფორმაციის გავრცელება) პრინციპი. სადავოა შემდეგი სტატიები "მაგათ უნდათ არეულობა” – საოკუპაციო ზოლთან ვაშაძის და ქაცარავას ჩასვლამ ადგილობრივები გააღიზიანა" და "ქაცარავა თვალით არც მინახავს - ოკუპანტების მიერ დაკავებული გუნდიშვილი სამოქალაქო აქტივისტს ტყუილში ამხელს".

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.