25 იანვარს ქარტიის საბჭო 2 საქმეს განიხილავს
18.01.2020
მიმდინარე წლის 25 იანვარს, შაბათს, ქარტიის საბჭო ორ განცხადებას განიხილავს. 13:00 საათზე ჩანიშნულია "ევექსის ჰოსპიტლების" განცხადების განხილვა, რომელიც ეხება commersant.ge - ზე გამოქვეყნებულ სტატიას "გადაჭარბებული საკეისრო ოპერაციები - „ევექსი“ მორიგ სკანდალში ეხვევა",   განმცხადებელი მიიჩნევს რომ აღნიშნულ სტატიაში დარღვეულია ქარტიის 1 (სიზუსტე) და 11 (განზრახ დამახინჯება) პრინციპები.

მეორე განცხადება, რომელიც ასევე განხილული იქნება სხდომაზე,  ეხება “თავისუფლების მონიტორის" მიერ მომზადებულ სიუჟეტს  "სადავო 40 გვერდი დისერტაციიდან - დოკუმენტები თსუ-ს რექტორს პლაგიატში ამხელს".    აღნიშნული საქმე განიხილება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის განცხადების საფუძველზე, რომელიც დარღვეულად მიიჩნევს 1 (სიზუსტე) და 5 (შესწორება) პრინციპებს. საქმის განხილვა 15:00 საათზეა ჩანიშნული.

 

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.