7 ივნისს ქარტიის საბჭო ლელა კურდღელაშვილისა და OSGF-ის განცხადებებს განიხილავს
06.06.2019
7 ივნისს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო განიხილავს შემდეგ საქმეებს:

  • 19:00 საათი- საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი საზოგადოებივი მაუწყებლის ჟურნალისტის, ნოდარ ჩაჩუას წინააღმდეგ
განმცხადებელი მიიჩნვს, რომ ეთიკური პრინციპები დაირღვა პირველი არხის მიერ მომზადებულ ორ მასალაში, რომელიც ღია საზოგადოების ფონდის დაკვეთით ჩატარებულ კვლევას ეხებოდა.

სადავო პრინციპები: პირველი (სიზუტე), მეხუთე (შესწორება), მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება)

20:00 საათი - ლელა კურდღელაშვილი "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტების,  მარიამ გაფრინდაშვილის და ნოდარ მელაძის წინააღმდეგ

სადავო სიუჟეტი გავიდა სახელწოდებით "ტროლები ოპონენტებისთვის" და ეძღვნებოდა ხელისუფლების მიერ ინტერნეტში სხვადასხვა პირთა დისკრედიტაციისთვის შექმნილ ანგარიშებს. მათ შორის ნახსენები იყო ლელა კურდღელაშვილიც.

სადავო პრინციპები:პირველი (სიზუსტე), მესამე (მიჩმქალვა), მეოთხე (ინფორმაციის მოპოვების კეთილსინდისიერება), მეხუთე (შესწორება) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება)

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.