"იმედის" ჟურნალისტმა ქარტიის პირველი, მესამე, მეხუთე და მეთერთმეტე პრინციპები დაარღვია
29.05.2019
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ტელეკომანია "იმედის" ჟურნალისტმა, ნათია სონღულაშვილმა ქარტიის შემდეგი პრინციპები დაარღვია: პირველი (სიზუსტე), მესამე (მიჩქმალვა), მეხუთე (შესწორება) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება).

მის წინააღმდეგ ქარტიას მიმართა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ. სადავო სიუჟეტი ეხებოდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს. ამ თემაზე საუბრობდა საიას წარმომადგენელიც. განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ სიუჟეტი მანიპულაციური იყო, ჟურნალისტმა არასწორი ინფორმაცია გაავრცელა, მიჩქმალა მნიშვნელოვანი ინფორმაცია და განზხარ დაამახინჯა ფაქტები. 

საქმის განხილვას მხოლოდ განმცხადებელი ესწრებოდა. მოპასუხე ჟურნალისტი სხდომას არ დასწრებია და არც შეპასუხება წარმოუდგენია. 

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.