ქარტიის განცხადება “რუსთავი 2-ის” გადამღებ ჯგუფზე ძალადობის ფაქტზე
23.05.2019
ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ცნობით, მათ ჟურნალისტსა და ოპერატორს ედიშერ მუშკუდიანს და ბაკურ ჩიხლაძეს წყალტუბოში პროფესიული მოვალეობის შესრულებისას თავს 5-ზე მეტი პირი დაესხა რა დროსაც ფიზიკური დაზიანებები მიიღეს. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ისინი 7 თვის ბავშვის მკვლელობის საქმეზე ინფორმაციის მოძიებას ცდილობდნენ.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ დაუშვებელია ჟურნალისტის საქმიანობის ხელშეშლა და მათ მიმართ ძალადობა მიუხედავად იმისა, რესპონდენტებისთვის დასმული კითხვები მისაღებია თუ არა. ჟურნალისტებთან კომუნიკაციასა და მათთვის ინფორმაციის მიწოდებაზე უარის თქმა ნებისმიერი ადამიანის უფლებაა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს უარი ძალადობის სხვადასხვა ფორმით შეიძლება იყოს გამოხატული. ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობა დაცულია საქართველოს კანონდებლობითაც და უკანონოდ ხელშეშლა სისხლის სამართლის დანაშაულია.

ქარტიის საბჭო მიმართავს სამათალდამცავ უწყებებს დროულად და გამჭვირვალედ გამოიძიოს მომხდარი შემთხვევა და საზოგადოებას გამოძიების შედეგების შესახებ მიაწოდოს ინფორმაცია .

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.