აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტის წინააღმდეგ ქარტიას მიმართეს
07.03.2019
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად სცნო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის,  ჯუმბერ ვარდმანიძის განცხადება საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტის, თეონა ხარაბაძის წინააღმდეგ.

განმცხადებლის უკმაყოფილება გამოიწვია აჭარის ტელევიზიის ეთერში 11 თებერვალს გასულმა სიუჟეტმა, რომელიც ეხებოდა  ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის აუდიტის 2017 წლის ანგარიშს. ჯუმბერ ვარდმანიძის თქმით,  ჟურნალისტმა სოფელ ჯიბინაურში კეთილმოწყობილი სტადიონის ნაცვლად აჩვენა მოუწესრიგებელი სტადიონი. განმცხადებელი ამტკიცებს, რომ ჟურნალისტმა არასწორი კადრები აჩვენა, რითიც დაარღვია ქარტიის პრინციპები - პირველი (სიზუსტე), მესამე (მიჩქმალვა), მეხუთე (შესწორება) და მეშვიდე (დისკრიმინაცია).

ქარტიის საბჭო საქმეს განიხილავს და გამოკვლევის შემდეგ დაადგენს დაირღვა თუ არა მითითებული პრინციპები.


შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.