მალხაზ მიქელაძემ ქარტიის პრინციპები დაარღვია
25.09.2018
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ გორში ორი განცხადება განიხილა ტელეკომაპნია "თრიალეთის" ჟურნალისტის, მალხაზ მიქელაძის წინააღმდეგ. 

პირველ განცხადებაში სადავო იყო მის მიერ მომზადებულ სიუჟეტი ტელეკომპანია "დიასთან" საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ გაფორმებული ხელშეკრულებების შესახებ.  მალხაზ მიქელაძის წინააღმდეგ განცხადება "დიას" დირექტორმა მაია ტატულაშვილმა შემოიტანა.  ის მიიჩნევდა, რომ ჟურნალისტმა არასწორი ინფორმაცია განზრახ გაავრცელა და მნიშვნელოვანი დეტალები მიჩქმალა. საბჭომ განხილვის შემდეგ მიიჩნია, რომ დარღვეული იყო ქარტიის პირველი (სიზუსტე), მესამე (მიჩქმალვა) და მეთერთმეტე (განზრახ დამახინჯება).

მეორე სადავო მასალა ეხებოდა გორის პანთეონში სასაფლაოების გაყიდვას. განმცხადებელი, ნოდარ მეტრეველი, რომელიც სიუჟეტში ფიგურირებდა, მიიჩნევდა, რომ არასწორი ინფორმაცია გაავრცელა ჟურნალსიტმა. ქარტიის საბჭომ მიიჩნია, რომ ამ სიუჟეტი დაირღვა მხოლოდ პირველი პრინციპი, მესამე და მეთერთმეტე არ დარღვეულა. 

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.