ქარტია აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის ქმედებას მუქარად და ჟურნალისტზე ზეწოლად აფასებს
09.06.2014

კატეგორია : განცხადებები;
2014 წლის 9 ივნისს, ბათუმში მოქმედმა ტელეკომპანიამ "ტელეარხი 25", გამოაქვეყნა ჟურნალისტ ჯაბა ანანიძისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის მედეა ვასაძის სატელეფონო საუბარი. სატელეფონო საუბრისას უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, რომელიც ამავე დროს საბჭოში ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარეა, ჟურნალისტს პროკურატურით ემუქრება. ჟურნალისტი, ფიქრობს რომ უმაღლესი საბჭოს დეპუტატის ზარი "ტელეარხ 25"-ის ეთერში გასულ საგამოძიებო ფილმს მოჰყვა. ჯაბა ანანიძის მიერ მომზადებული ფილმი "უმაღლესი კომფორტით" არხის ეთერში 2014 წლის 8 ივნისს გავიდა. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო კატეგორიულად მიუღებლად მიიჩნევს სახელმწიფო თანამდებობის მქონე პირების მედიასთან ურთიერთობის მსგავს ფორმებს და დეპუტატის ზარს ჟურნალისტთან და მის შინაარსს აფასებს, მუქარად და ზეწოლის მცდელობად. ქარტიის საბჭო მიიჩნევს რომ უნდა დადგეს დეპუტატ მედეა ვასაძის პასუხისმგებლობის საკითხი და მოუწოდებს აჭარის უმაღლეს ორგანოს უსწრაფესი რეგირება მოახდინოს დეპუტატის ქმედებაზე. ქარტიის საბჭო მიმართავს სამართალდამცველ ორგანოებს შეისწავლონ ვითარება და იმოქმედონ კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. ასევე სთხოვს საქართველოს სახალხო დამცველსა და უფლებადამცველ ორგანიზაციებს, დაინტერესდნენ ამ შემთხვევით.  

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.