მედიაკონფერენცია 2014
22.09.2014

კატეგორია : ღონისძიებები;
21 სექტემბერს, ბათუმში გამართული მედიაკონფერენცია რეგიონული მედიის თემით გაიხსნა. ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოსა" და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ ორგანიზებული კონფერენციის აჭარაში გამართვის მიზეზიც სწორედ რეგიონული მედიის როლისა და მნიშვნელობის გამოკვეთა იყო. მედიაკონფერენცია ფონდის დირექტორმა ქეთი ხუციშვილმა გახსნა, რომელმაც კონფერენციის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მონაწილეებს მცირე ანგარიშიც ჩააბარა "ღია საზოგადოება საქართველოს" მიერ მედიის მიმართულებით გაწეული სამუშაოების შესახებ. ფონდი წელს საქართველოში მოღვაწეობის 20 წლიან იუბილეს აღნიშნავს.

რეგიონული მედიის, კერძოდ კი მაუწყებლების მთავარ გამოწვევად პანელის ერთ-ერთმა მომხსენებელმა ნათია კუპრაშვილმა ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა დაასახელა, სწორედ ციფრული მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესი და არსებული მდგომარეობა გახდა მომდევნო პანელის გამომსვლელების თემაც. დღის მეორე ნახევარში მთავარი საკითხები უკვე ახალი მედიის თანამედროვე ტენდენციები და სტუდენტური ნამუშევრები იყო, სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებელების სტუდენტებმა საკუთარი ჟურნალისტური პროექტები წარმოადგინეს. 

მედიაკონფერენციის დასასრულს ფონდის მხარდაჭერით გამოცემული პუბლიკაციების პრეზენტაცია შედგა: მედიაწიგნიერება, სამართლებრივი ცნობარი ჟურნალისტებისთვის, მედია ეთიკა და თვითრეგულირება, თვითმმართველობის გაშუქების სახელმძღვანელო. დატვრითული დღის დასასრულს მონაწილეებმა სტუდენტებისთვის მომზადებული სასწავლო ფილმი ნახეს და ევროკავშირის ჟურნალისტიკის პრიზის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს. მედიაკონფერენციას უკვე სამწლიანი ისტორია აქვს, თუმცა ბათუმში ის პირველად შედგა. მედიაკონფერენცია 2013 და 2012 დედაქალაქში გაიმართა.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.