ქარტია შსს-ს: უზრუნველყავით თორნიკე რაზმაძის უსაფრთხოება
24.11.2026

კატეგორია : განცხადებები;

     This statement is bilingual. For English, please scroll down.

ბოლო დღეებში სამოქალაქო აქტივისტი, ბლოგერი და პლატფორმა „მისმინეს“ ერთ-ერთი გადაცემის წამყვანი, თორნიკე რაზმაძე, სოციალურ ქსელებში უპრეცედენტოდ მასშტაბური და, გამოყენებული ინსტრუმენტების თვალსაზრისით, უპრეცედენტოდ მრავალფეროვანი თავდასხმის სამიზნე გახდა. ფეისბუქსა და ტიკტოკზე საეჭვო წარმომავლობის გვერდებმა მისი დისკრედიტაციის მიზნით გაავრცელეს ხელოვნური ინტელექტით გენერირებული ვიდეოები და ყალბი ინფორმაცია. 

განსაკუთრებით საყურადღებოა იმპერსონაციის მცდელობები - თორნიკე რაზმაძის იდენტობის გამოყენებით აუდიტორიისთვის შთაბეჭდილების შესაქმნელად, რომ ვიდეოში სწორედ ის საუბრობს და მოქმედებს. სიტუაცია დაამძიმა დაუდგენელი პირების მიერ სოციალურ ქსელებში თორნიკე რაზმაძის მობილურის ნომრის გასაჯაროებამ. ამგვარი ქმედება სამეცნიერო ლიტერატურაში doxing-ის სახელითაა ცნობილი და მისი მიზანი ადამიანების შევიწროება, დაშინება, შერცხვენა ან მათთვის ზიანის მიყენებაა. ჟურნალისტების და აქტივისტები წინააღმდეგ ასეთ ტაქტიკას არადემოკრატიულ ქვეყნებში  რეჟიმები ან თავად, ან მათთან აფილირებული/მათი მფარველობის ქვეშ მოქმედი ჯგუფების ხელით ხშირად მიმართავენ. 

თორნიკე რაზმაძის მიმართ მტრული განწყობის შექმნა,  მძიმე დანაშაულის მტკიცებულებების ფაბრიკაცია და სოციალურ ქსელებში გავრცელება იმის გამოც არის სახიფათო, რომ  ონლაინ სივრცეში წარმოებული კოორდინირებული სიძულვილის კამპანია შეიძლება, ძალიან მარტივად და სწრაფად გადავიდეს ფიზიკურ გარემოში, შესაბამისად, მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას რეალური და მყისიერი საფრთხე დაემუქროს.

თორნიკე რაზმაძე უკვე რამდენიმე დღეა, სოციალური ქსელებით გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას უარყოფს და სამართალდამცველი ორგანოების ყურადღების მიპყრობას ცდილობს, თუმცა მისი უსაფრთხოება ამ დრომდე დაცული არ არის. 

დღეს ირაკლი კობახიძემ, ჟურნალისტის კითხვას, დაიწყება თუ არა თორნიკე რაზმაძის მიმართ გაჟღერებული მუქარის გამოძიება და რას ფიქრობს ის იმაზე, რომ ეს მუქარა “ქართული ოცნების” გუნდის წევრისგან, დიტო სამხარაძისგან მოდის, პირდაპირ არ უპასუხა და თქვა: “დიტო სამხარაძე დაცულია საპარლამენტო იმუნიტეტით”.   

ქარტია მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სასწრაფოდ იმოქმედოს - დაადგინოს, თუ ვინ დგას სიძულვილის ამ ორკესტრირებული კამპანიის უკან, ვინ და რა მიზნით მონაწილეობს მასში, შეაფასოს რისკები და უზრუნველყოს თორნიკე რაზმაძის უსაფრთხოება. 

ქარტია სოლიდარობას უცხადებს თორნიკე რაზმაძეს და ყველა იმ ჟურნალისტს, ბლოგერსა და სამოქალაქო აქტივისტს, ვინც სოციალურ ქსელებში კოორდინირებული თავდასხმების სამიზნე გახდა თავიანთი სამოქალაქო პოზიციის თუ გამოთქმული მოსაზრებისა და პროფესიული საქმიანობის გამო. 

 


Charter to the Ministry of Internal Affairs: Ensure the Safety of Tornike Razmadze

In recent days, civil activist, blogger, and host of a program on the "Mismine" platform, Tornike Razmadze, has become the target of an unprecedentedly large-scale attack on social media, which is also remarkably diverse in terms of the methods employed. Pages of dubious origin on Facebook and TikTok have disseminated AI-generated videos and false information aimed at discrediting him.

Particularly concerning are attempts at impersonation, whereby Tornike Razmadze’s identity is used to create the impression among audiences that he is the person speaking and acting in the videos. The situation has been further aggravated by the public disclosure of Tornike Razmadze’s mobile phone number on social media by unidentified individuals. In academic literature, this practice is known as "doxing" - an act intended to harass, intimidate, shame, or otherwise harm an individual. In non-democratic countries, regimes often employ such tactics against journalists and activists, either directly or through groups affiliated with them or operating under their patronage.

The creation of a hostile atmosphere around Tornike Razmadze, combined with the fabrication of evidence concerning a serious crime and its dissemination on social media, is particularly dangerous because a coordinated online hate campaign can very easily and rapidly spill over into the physical world, thereby posing a real and immediate threat to his life and well-being.

For several days now, Tornike Razmadze has been refuting the false information circulating on social media and attempting to draw the attention of law enforcement agencies; however, his safety remains unassured. Today, when asked by a journalist whether an investigation would be launched into the threats made against Tornike Razmadze, and what his thoughts were on the fact that these threats originated from Dito Samkharadze, a member of the "Georgian Dream" team, Irakli Kobakhidze did not provide a direct answer, stating instead: "Dito Samkharadze is protected by parliamentary immunity."

The Charter calls upon the Ministry of Internal Affairs to take urgent action: to identify those behind this orchestrated hate campaign, determine who is participating in it and for what purpose, assess the risks, and ensure Tornike Razmadze’s safety.

The Charter expresses its solidarity with Tornike Razmadze, as well as with all journalists, bloggers, and civil activists who have been targeted by coordinated attacks on social media because of their civic stances, expressed opinions, or professional activities.

 
 

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.