კატეგორია : ანონსი;
27 ოქტომბერს, სამშაბათს, 20:00 საათზე, ქარტიის საბჭო განიხილავს ლილი ონიანის განცხადებას “TV პირველის” ჟურნალისტის წინააღმდეგ.
სადავო მასალა “TV პირველის” გადაცემის “მელაძის შაბათი” ეთერში 2026 წლის 5 მაისს გავიდა. განმცხადებელი მიიჩნევს, რომ აღნიშნულ ჟურნალისტურ პროდუქტში დარღვეულია ეთიკის სტანდარტები.
განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (სიზუსტე), მე-8 (ბავშვთა ინტერესი) და მე-10 (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) პრინციპების დარღვევაზე.
მოპასუხე ჟურნალისტად სიუჟეტის ავტორი მარიამ გაფრინდაშვილი განისაზღვრა.
ქარტიის საბჭო განცხადებას განიხილავს და
გადაწყვეტს, სადავო ჟურნალისტურ პროდუქტში დაირღვა თუ არა ქარტიის
პრინციპები.
სხდომა წარიმართება ონლაინ რეჟიმში, პლატფორმა ZOOM-ის მეშვეობით.
საქმის განხილვა ღიაა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია დასწრება.
სხდომაზე დასწრებისთვის საჭირო მონაცემების მისაღებად, მოგვწერეთ ელ.
ფოსტაზე: ethicscharter@gmail.com