ქარტია ეხმაურება „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტის, დიტო ჩუბინიძის, საბოტაჟის ბრალდებით დაკავებას
22.10.2026

კატეგორია : განცხადებები;

This statement is bilingual. For English please scroll down. 

22 ოქტომბერს, პროკურატურამ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამშობლოს ღალატის, კერძოდ კი საბოტაჟის ბრალდებით დააკავა „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე. მას უწყება 2026 წლის თებერვლიდან მოყოლებული, სხვადასხვა მედიასაშუალებისა და სოციალური მედიის გამოყენებით, გამოგონილ ფაქტებზე დაყრდნობით, ცრუ და დეზინფორმაციული ცნობების სისტემატურ გავრცელებას ედავება. 

დიტო ჩუბინიძისთვის წარდგენილი ბრალი სასჯელის სახით ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს. 

პროკურატურის განცხადებით, დიტო ჩუბინიძემ განზრახ, საქართველოს სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების საზიანოდ, განახორციელა საბოტაჟი, რითაც ხელი შეუშალა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის ნორმალურ ფუნქციონირებას.

ჟურნალისტის სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემა სამშობლოს ღალატის უმძიმესი მუხლით, მტკიცებულებების თვალსაზრისით განსაკუთრებით მაღალ სტანდარტს საჭიროებს. 

ქარტია ელის პასუხს, აქვს თუ არა პროკურატურას საკმარისი მტკიცებულებები იმისთვის, რომ გამოკვეთოს განზრახვა და დაასაბუთოს რეალური ზიანი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოვა, რომ დიტო ჩუბინიძის წინააღმდეგ საქმეში მხოლოდ ჟურნალისტური ნამუშევრები, სხვადასხვა მედიისთვის მიცემული ინტერვიუები და სოციალურ ქსელში გავრცელებული მოსაზრებებია. მხოლოდ ამის საფუძველზე სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში ჟურნალისტის მიცემა კი საშიშ პრეცედენტს ქმნის. 

პროკურატურის დღევანდელ განცხადებაში ამ შეკითხვებზე პასუხი არ ჩანს - სწორედ ამის გამო, ქარტია ყურადღებით მიადევნებს თვალს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს და იმ სტანდარტების შესრულებას, რასაც ბრალად წარდგენილი მუხლი უნდა აკმაყოფილებდეს. 

ქარტია მოუწოდებს პროკურატურას, საზოგადოების მიმართ მეტი ანგარიშვალდებულება გამოიჩინოს, ვინაიდან საქმე ჟურნალისტურ საქმიანობას ეხება, და საქმეში არსებული მტკიცებულებები გაასაჯაროვოს. 

The Charter Responds to the Arrest of Asaval-Dasavali Journalist Dito Chubinidze on Charges of Sabotage

On October 22, the Prosecutor’s Office, acting on a judicial warrant, arrested Dito Chubinidze, a journalist for Asaval-Dasavali, on charges of treason, specifically sabotage. The agency alleges that, beginning in February 2026, he systematically disseminated false and misleading information based on fabricated facts across various media outlets and social media platforms.

The charge against Dito Chubinidze carries a potential prison sentence of up to four years. The Prosecutor’s Office is seeking his detention as a preventive measure.

According to the Prosecutor’s Office, Dito Chubinidze intentionally committed sabotage to the detriment of the lawful interests of the Georgian state, thereby obstructing the normal functioning of the Government Commission for the Delimitation and Demarcation of Georgia’s State Border.

Holding a journalist criminally liable on the serious charge of high treason requires an exceptionally high evidentiary standard.

The Charter seeks clarification as to whether the Prosecutor’s Office has sufficient evidence to establish intent and substantiate actual harm. Otherwise, it would appear that the case against Dito Chubinidze is based solely on his journalistic work, interviews with various media outlets, and opinions expressed on social media. Subjecting a journalist to criminal prosecution on these grounds alone would set a dangerous precedent.

The Prosecutor’s Office’s statement issued today fails to address these questions. Consequently, the Charter will closely monitor the evidence presented in the case, as well as compliance with the legal standards applicable to the charge in question.

Given that this case concerns journalistic activity, the Charter urges the Prosecutor’s Office to demonstrate greater accountability to the public by making the evidence in the case available to the public.

 
 
 

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.