ქარტია საკონსტიტუციო სასამართლოს მოუწოდებს, ჟურნალისტებს მისცეს სხდომათა დარბაზში გადაღების უფლება
21.10.2026

კატეგორია : განცხადებები;

This statement is bilingual. For English please scroll down. 

საკონსტუტიციო სასამართლომ დამოუკიდებელ მედიას არ მისცა უფლება, ეწარმოებინა ფოტო და/ან ვიდეო გადაღება ხუთი პოლიტიკური პარტიის კონსტიტუციურობის და აკრძალვის შესახებ სარჩელის არსებით განხილვაზე, რომელიც დღეს, 21 ოქტომბერს დაიწყო და სამი დღე გასტანს. 

დარბაზში ახლა მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის კამერა მუშაობს, რომელიც სხდომას პირდაპირ ეთერში გადასცემს და სიგნალს აწვდის სხვა მედიებს. 

სხდომა სასამართლოს YouTube არხითაც გადაიცემა. 

მიუხედავად იმისა, რომ ამ ზომების ერთობლიობით სხდომების საჯაროობა ნაწილობრივ უზრუნველყოფილია, ქარტია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, ფოტო და ვიდეო გადაღება აეკრძალა დამოუკიდებელი მედიისთვის, მაინც პრობლემურად მიიჩნევს.

საკონსტიტუციო სასამართლოს პრეს-სამსახური, ზეპირ საუბარში, ამ გადაწყვეტილებას სხდომათა დარბაზში ადგილების შეზღუდული რაოდენობით ხსნის. თუმცა, არ განმარტავს, რის საფუძველზე მიანიჭა მან პრიორიტეტი საზოგადოებრივ მაუწყებელს და რატომ იქნებოდა შეუძლებელი სხვა მედიასაშუალებების განცხადებების დაკმაყოფილება და მათთვის ადგილიდან გადაღების უფლების მიცემა. იკვეთება მედიის მიმართ შერჩევითი დამოკიდებულებაც.

საკონსტიტუციო სასამართლოში გადაღების საკითხს საკონსტუტუციო სასამართლოს რეგლამენტი აწესრიგებს (მუხლი 24, დასწრება საკონსტიტუციო სასამართლოს ღია სხდომაზე, პუნქტი 2). ჩანაწერი ზოგადია და რომელიმე ფორმატის მედიასაშუალებას პრიორიტეტს არ ანიჭებს. მასში ვკითხულობთ, რომ თუ სხდომაზე დამსწრე პირს სასამართლო სხდომაზე რადიო, ტელე, აუდიო ან ვიდეოჩანაწერის გაკეთება სურს, მან საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის დაწყებამდე უნდა მიმართოს. დაშვების შესახებ გადაწყვეტილება საქმის განმხილველმა სასამართლომ ასევე სხდომის დაწყებამდე უნდა მიიღოს. 

საქმისადმი, რომელსაც ახლა საკონსტიტუციო სასამართლო იხილავს, საზოგადოებრივი ინტერესი გამორჩეულად დიდია. ქარტის მიიჩნევს, რომ ამის გათვალისწინებით,  საკონსტუტუციო სასამართლოს ყველაფერი უნდა გაეკეთებინა მედიისთვის სამუშაო პირობების შესაქმნელად, მათ შორის, მისთვის ვიდეო და ფოტოგადაღების უფლების მიცემით. 

საპირისპიროდ, საკონსტიტუციო სასამართლომ სწორედ ამ პროცესისთვის შეცვალა დამკვიდრებული პრაქტიკა - ჟურნალისტები ადასტურებენ, რომ დღევანდელ სხდომამდე, ისინი საკონსტიტუციო სასამართლოში შეუზღუდავად მუშაობდნენ.  

საკონსტიტუციო სასამართლოს ეს ახალი მიდგომა, შეიძლება ითქვას, რომ გამოძახილია იმ მავნე პრაქტიკისა, რაც საერთო სასამართლოებში უკვე კანონის საფუძველზე დააწესა „ქართულმა ოცნებამ” და რის შედეგადაც მედიას სასამართლოებში გადაღება, ფაქტობრივად, აკრძალული აქვს. 

ქარტია საკონსტიტუციო სასამართლოს მოუწოდებს, შეცვალოს გადაწყვეტილება და 22 და  23 ოქტომბრის სხდომებზე დააკმაყოფილოს იმ მედიასაშუალებების განცხადებები, ვისაც ამ პროცესის ფოტო და ვიდეო გადაღება სურთ.

The Charter Calls on the Constitutional Court to Allow Journalists to Take Photos and Record Video Inside the Courtroom

The Constitutional Court has denied independent media outlets the right to take photographs or record video during the substantive hearing of a case concerning the constitutionality and potential banning of five political parties. The hearing began today, October 21, and is scheduled to last three days.

Currently, only a camera operated by the Public Broadcaster is being used inside the courtroom. It is broadcasting the proceedings live and providing a feed to other media outlets.

The hearing is also being streamed on the Court’s YouTube channel.

Although these measures partially ensure public access to the proceedings, the Charter considers the Constitutional Court’s decision to prohibit independent media from taking photographs and recording video problematic.

In a verbal communication, the Constitutional Court’s press office explained that the decision was made due to the limited number of seats available in the courtroom. However, it did not explain why the Public Broadcaster was given priority or why it was impossible to accommodate the requests of other media outlets and allow them to film from the courtroom. This also demonstrates a selective approach to media access.

The issue of filming and recording inside the Constitutional Court is governed by the Court’s Regulations (Article 24, “Attendance at an Open Session of the Constitutional Court,” Paragraph 2). The provision is general in nature and does not grant priority to any specific type of media outlet. It states that anyone wishing to make a radio, television, audio, or video recording during a hearing must submit a request before the session begins. The court hearing the case must decide whether to grant permission before the session commences.

There is exceptionally high public interest in the case currently before the Constitutional Court. The Charter believes that, given this level of interest, the Court should have made every effort to facilitate media coverage, including by granting permission to take photographs and record video.

Instead, the Constitutional Court has departed from its established practice specifically for these proceedings. Journalists confirm that, before today’s hearing, they had been able to work inside the Constitutional Court without such restrictions. The Court’s new approach can be seen as reflecting a harmful practice already established by Georgian Dream in the common courts through legislation, which effectively prohibits the media from filming or taking photographs inside courtrooms.

The Charter calls on the Constitutional Court to reverse its decision and grant the requests of media outlets seeking to photograph and record video during the hearings on October 22 and 23.

 

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.