საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას განცხადებით მომართა თოზუ გულმამედოვამ გადაცემის “სხვა ნანუკა” წამყვანის ნანუკა ჟორჟოლიანის წინააღმდეგ.
სადავო გადაცემა “სხვა ნანუკა”- “თავისუფლება 17 წლიანი პატიმრობის ნაცვლად” "TV პირველის" ეთერში და სოციალურ ქსელებში 2026 წლის 16 სექტემბერს გამოქვეყნდა. გადაცემა ეხება არასრულწლოვანს, რომელსაც ბრალად ედება მკვლელობა ძალადობის მოგერიების ფარგლებში.
განმცხადებელი მიიჩნევს, რომ სადავო მასალაში ქარტიის მე-7 (დისკრიმინაცია), მე-8 (ბავშვთა ინტერესი) და მე-10 (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) პრინციპები დაირღვა.
განმცხადებლის მხრიდან მოპასუხედ გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი განისაზღვრა.
ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს, დაირღვა თუ არა სადავო ჟურნალისტურ პროდუქტში ქარტიის პრინციპები.