კატეგორია : ანონსი;
14 ივნისს, კვირას, 11:00 საათზე, ქარტიის საბჭო განიხილავს ალექსანდრე ელისაშვილის განცხადებას ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ჟურნალისტების წინააღმდეგ.
სადავო მასალა “რუსთავი 2-ის” ეთერში 2026 წლის 31 მარტს გადაცემაში “კურიერი” 21:08 სთ-ზე გავიდა. ის ეხება თბილისის საქალაქო სასამართლოს არქივის შენობის დაწვის მცდელობის ფაქტზე ალექსანდრე ელისაშვილისთვის ბრალის წარდგენას.
განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (სიზუსტე), მე-5 (შესწორება), მე-7 (დისკრიმინაცია) და მე-11 (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპების დაირღვაზე.
მოპასუხე ჟურნალისტებად განმცხადებლის მხრიდან გადაცემის წამყვანები დავით კაკულია და ნათია ლაზაშვილი, ასევე სიუჟეტის ავტორი, არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტი განისაზღვრნენ.
ქარტიის საბჭო განცხადებას განიხილავს და გადაწყვეტს, დაირღვა თუ არა სადავო ჟურნალისტურ პროდუქტში ქარტიის პრინციპები.
სხდომა წარიმართება ონლაინ რეჟიმში, პლატფორმა ZOOM-ის მეშვეობით. საქმის განხილვა ღიაა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია დასწრება. სხდომაზე დასწრებისთვის საჭირო მონაცემების მისაღებად, მოგვწერეთ მეილზე: ethicscharter@gmail.com