კატეგორია : ანონსი;
7 თებერვალს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო 2 საქმეს განიხილავს POSTV-ისა და “რუსთავის2”-ის არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტების წინააღმდეგ.
11:00 საათი - მეგი ფერაძე, ქეთევან გოგიჩაშვილი, მარიამ ოთინაშვილი, მარიამ აქუბარდია, ნიკოლოზ ტყემალაძე და მზია კაკალაშვილი POSTV-ის არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტის წინააღმდეგ.
სადავო ქარდი, რომელშიც მოქალაქე მეგი ფერაძის მხრიდან ჟურნალისტზე თავდასხმაზე იყო საუბარი, POSTV-ანალიტიკის Facebook გვერდმა 2025 წლის 10 სექტემბერს გაავრცელა.
განმცხადებლები დავობენ ქარტიის პირველი (სიზუსტე), მე-3 (დადასტურებული წყარო), მე-4 (ინფორმაციის მოპოვების კეთილსინდისიერი და სამართლიანი მეთოდები), მე-5 (შესწორების ვალდებულება), მე-7 (დისკრიმინაცია), მე-8 (ბავშვის უფლებები), მე-10 (პირადი ცხოვრების პატივისცემა) და მე-11 (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპების დარღვევაზე.
მოპასუხე ჟურნალისტად განმცხადებლების მხრიდან განისაზღვრა არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტი.
12:00 საათი - გიგა გელხვიიძე “რუსთავის2”-ის არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტის წინააღმდეგ.
სადავო ქარდი, რომელშიც საუბარი იყო იარაღის უკანონო ტარების გამო არასრულწლოვნის დაკავების შესახებ, სამაუწყებლო კომპანიამ “რუსთავი2” თავის ოფიციალურ Facebook გვერდზე 2025 წლის 26 სექტემბერს გამოაქვეყნა.
განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (სიზუსტე), მე-3 (დადასტურებული წყარო), მე-4 (ინფორმაციის მოპოვების კეთილსინდისიერი და სამართლიანი მეთოდები), მე-5 (შესწორება), მე-8 (ბავშვის უფლებები) და მე-11 (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპების დარღვევაზე.
მოპასუხე ჟურნალისტად განმცხადებლების მხრიდან განისაზღვრა “რუსთავი2”-ის არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტი.
ქარტიის საბჭო განცხადებას განიხილავს და გადაწყვეტს, დაირღვა თუ არა სადავო ჟურნალისტურ პროდუქტში ქარტიის პრინციპები.
სხდომა წარიმართება ონლაინ რეჟიმში, პლატფორმა ZOOM-ის მეშვეობით. საქმის განხილვა ღიაა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია დასწრება. სხდომაზე დასწრებისთვის საჭირო მონაცემების მისაღებად, მოგვწერეთ მეილზე: ethicscharter@gmail.com