ჟურნალისტური ეთიკის ქარტია სუს-ს მოუწოდებს, დაიცვას „ამერიკის ხმის“ ყოფილი კორესპონდენტის, ნინო დალაქიშვილის, უსაფრთხოება
03.02.2026

კატეგორია : განცხადებები;

რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტმა გუშინ, 2 თებერვალს, გამოაქვეყნა განცხადება თამარ მეარაყიშვილის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე. განცხადებაში აღნიშნულია, რომ თამარ მეარაყიშვილი აგროვებდა და გადასცემდა ინფორმაციას, რითაც საფრთხეს უქმნიდა თვითგამოცხადებულ რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას და რომ ის წარმოადგენდა ინფორმაციის წყაროს სხვადასხვა მედიასაშუალებისთვის, რომელთა შორისაა „ამერიკის ხმა“. 

ამ განცხადებას  დართული აქვს თამარ მეარაყიშვილის მობილურ ტელეფონში შენახული ნომრების სქრინები. ერთ-ერთ სქრინზე ჩანს „ამერიკის ხმის“ ყოფილი კორესპონდენტის, ნინო დალაქიშვილის, მობილური ტელეფონის ნომერი. 

საქართველოს  ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურს, დაუყოვნებლივ დაინტერესდეს ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის მიერ ჟურნალისტის პირადი მონაცემების უკანონოდ გასაჯაროების ფაქტით და მიიღოს ზომები ამ ფაქტის აღსაკვეთად და ჟურნალისტის უსაფრთხოების დასაცავად. 

 

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.