ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შსს-ს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გამოიძიოს მუქარა „ფორმულას“ ჟურნალისტის, დავით ქაშიაშვილის მიმართ და დაიცვას მისი უსაფრთხოება
17.01.2026

კატეგორია : განცხადებები;

დღეს, 17 იანვარს, მას შემდეგ, რაც „შაბათის ფორმულაში“ გავიდა რეპორტაჟი კორუფციულ სქემებში რეჟისორ გოგა ხაინდრავას შესაძლო მონაწილეობის შესახებ, წამყვანმა დავით ქაშიაშვილმა მალევე მიიღო მუქარის შემცველი შეტყობინება სოციალური ქსელით მისთვის უცნობი პირისგან.  

ამის შესახებ მან თავად განაცხადა შემაჯამებელი, საგამოძიებო გადაცემის პირდაპირ ეთერში და ამ გზით შსს-ც ჩააყენა საქმის კურსში. 

„შაბათის ფორმულამ“ რამდენიმე კვირის წინაც მოამზადა რეპორტაჟი გოგა ხაინდრავას ქონების შესახებ, რომლის ეთერში გასვლის შემდეგ რეჟისორმა საჯაროდ განაცხადა, რომ ის ტელეკომპანიას ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის უჩივლებს

საქართველო იმ ქვეყანათა რიგშია, სადაც ჟურნალისტთა უსაფრთხოება დაცული არ არის, სადაც ძალადობა მათ წინააღმდეგ არათუ დაგმობილი, არამედ, პირიქით, წახალისებულია. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისათვის ჟურნალისტის მიმართ გაჟღერებული მუქარის ეს შემთხვევა შემაშფოთებელია. მოვუწოდებთ შსს-ს, დაუყოვნებლივ დაინტერესდეს ამ ფაქტით, სწრაფად გამოიძიოს ის და, პარალელურად, ჟურნალისტის უსაფრთხოება უზრუნველყოს. 



შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.