საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად ცნო ნინო დათაშვილის განცხადება გიორგი აბაზაძის წინააღმდეგ
11.11.2025

კატეგორია : ანონსი;

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას განცხადებით მომართა ნინო დათაშვილმა ჟურნალისტის გიორგი აბაზაძის წინააღმდეგ.

 

სადავო სიუჟეტები გიორგი აბაზაძის ავტორობით ტელეკომპანია “იმედის” ეთერში, ორ სხვადასხვა საინფორმაციო გამოშვებაში, 2025 წლის 6 აგვისტოს გავიდა. სიუჟეტებში საუბარია ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და კონფლიქტზე მასსა და სასამართლოს მანდატურებს შორის. 


განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (სიზუსტე), მე-7 (დისკრიმინაცია), მე-10 (პირადი ცხოვრების პატივისცემა) და მე-11 (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპების დარღვევაზე.


მოპასუხე ჟურნალისტად განმცხადებლების მხრიდან განისაზღვრა გიორგი აბაზაძე. 


ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს, დაირღვა თუ არა სადავო ჟურნალისტურ პროდუქტში ქარტიის პრინციპები.

 

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.