საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პოზიცია მის წევრთან, ელისო ჯანაშიასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაზე
19.03.2013
2013 წლის 14 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ რეგიონულ ჟურნალისტებთან გამართულ ბრიფინგზე, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრმა, ელისო ჯანაშიამ, პრემიერ მინისტრს დაუსვა შეკითხვა პარლამენტის წევრის, ეკა ბ 2013 წლის 14 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ რეგიონულ ჟურნალისტებთან გამართულ ბრიფინგზე, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრმა, ელისო ჯანაშიამ, პრემიერ მინისტრს დაუსვა შეკითხვა პარლამენტის წევრის, ეკა ბესელიას, ქალაქ ფოთში საქმიანობის შესახებ. კერძოდ, "რაც ახლა ფოთში ხდება, სცდება თვითმმართველობის გაჯანსაღების პროცესს. ვგულისხმობ ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის შეუზღუდავ ძალაუფლებას, რის თაობაზეც წინა ხელისუფლების დროს ვაკეთებდით აქცენტს, იგივე გოროზიაზე, ახალაიაზე, რომ უფლება ჰქონდათ შეუზღუდავად დაენიშნათ, გაეთავისუფლებინათ ვიღაც, ჩარეულიყვნენ ბიუჯეტის ფორმირებაში. მერი, პროკურორი, პოლიციის უფროსი, საგადასახადოს უფროსი, მერის მოადგილეები დანიშნული არიან ბესელიას რეკომენდაციით. სრულად აკონტროლებს საკრებულოს, ერევა საბიუჯეტო პროცესებში, რაც არ არის მიზანშეწონილი. ასევე, პირად საუბარში გააკეთა ასეთი განცხადება, რომ თქვენ მას ჩააბარეთ ფოთი." საპასუხოდ, პრემიერ მინისტრმა განაცხადა, რომ მსგავსი ფაქტების არსებობა ამაზრზენია და თუ მათი ნამდვილობა დადასტურდება, ეკა ბესელია გაირიცხება გუნდიდან. (more…)
ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.