ქარტიის მიმართვა მედიას და შინაგან საქმეთა სამინისტროს
11.06.2013

კატეგორია : განცხადებები;
10  ივნისს საღამოს საინფორმაციო სააგენტოებით გავრცელდა ინფორმაცია მკვლელობის შესახებ. იმავე საღამოს ცნობილი გახდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცოლისა და მცირეწლოვანი შვილის მკვლელობაში ბრალდებული უკვე დააკავა. საინფო 10  ივნისს საღამოს საინფორმაციო სააგენტოებით გავრცელდა ინფორმაცია მკვლელობის შესახებ. იმავე საღამოს ცნობილი გახდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცოლისა და მცირეწლოვანი შვილის მკვლელობაში ბრალდებული უკვე დააკავა. საინფორმაციო სააგენტოების ნაწილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში მითითებულია, როგორც ბრალდებულის ისე მსხვერპლის ვინაობა და საცხოვრებელი ადგილი, რაც ოჯახის სხვა წევრების (მათ შორის ბავშვების) იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა.  შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ცნობაში ბრალდებული მოხსენიებულია ინიციალებითა, თუმცა დასახელებულია მსხვერპლის ვინაობა. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია სთხოვს მედიის წარმომადგენლებს, ფრთხილად მოეკიდონ მსგავს ინფორმაციას, ნუ ეცდებიან მსხვერპლისა და ბრალდებულის იდენტიფიცირებას, რადგან მათი საცხოვრებელი ადგილისა და ვინაობის დასახელება ამ ახალ ამბავს დამატებით ინფორმაციას ნამდვილად არ სძენს; იმ საინფორმაციო სააგენტოებს კი რომლებმაც ამ სახით უკვე გაავრცელეს ინფორმაცია, მოუწოდებს ტექსტის იმგვარად შესწორებისკენ, რომ შეუძლებელი იყოს ტრაგედიის მონაწილე პირების იდენტიფიცირება და ძველი სახით გავრცელებული ახალი ამბის ინტერნეტში მოძიება. მედია უნდა ეცადოს, რომ ასეთი მძიმე შემთხვევების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისას თუნდაც უნებლიედ რისკის ქვეშ არ დააყენოს ბავშვები. ქარტია ასევე მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ანონიმურობა შეუნარჩუნოს არა მხოლოდ ბრალდებულს, არამედ მსხვერპლსაც. ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მადლობას უხდის იმ მედიასაშუალებებს, რომლებმაც გაითვალისწინეს ადამიანებისთვის ზიანის მიყენების საფრთხე და ინფორმაცია როგორც მსხვერპლის, ისე ბრალდებულის იდენტიფიცირების გარეშე გაავრცელეს.
ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.