კოალიცია "მედია ადვოკატირებისთვის- განცხადება აჭარის ტელევიზიაზე
27.10.2013

კატეგორია : განცხადებები;
კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის" ყურადღებით აკვირდება აჭარის ტელევიზიისა და რადიოს რეფორმირების პროცესს, რომლის განხორციელება შესაძლებელი გახდა კოალიციის უშუალო მონაწილებით მიღწეული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად. წლების განმავლობაში სწორედ სათანადო პოლიტიკური ნებისა და საკანონმდებლო რეგულაციების არარსებობის გამო, აჭარის მაუწყებელი წარმოადგენდა მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულებას, ხელისუფლების პირდაპირი გავლენა არხის სარედაქციო დამოუკიდებლობაზე აისახებოდა. განხორციელბული საკანონმდებლო ცვლილებები კი შესაძლებელს ხდის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო ტელევიზია გარდაიქმნას საზოგადოებრივ მაუწყებლად, ამასთან აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს დაკომპლექტების წესი ემყარება საბჭოს პოლიტიკური გავლენებისგან მაქსიმალური დაცვის პრინციპს. კოალიცია წუხს, რომ აჭარის უმაღლესი საბჭოს ცალკეული წარმომადგენლები მედიასთან არასწორად და ზემოთქმული პრინციპის უგულებელყოფით განმარტავენ კანონს. კერძოდ - 2013 წლის 17 ოქტომბერს მრჩევლთა საბჭოში  ფრაქციების "ქართული ოცნება", "ქართული ოცნება აჭარა" და "ქართული ოცნება - თავისუფალი დემოკრატები" მიერ წარდგენილი კანდიდატების შერჩევისა და ფრაქციების "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და "ნაციონალური მოძრაობა მაჟორიტარები" მიერ წარდგენილი კანდიდატების არდამტკიცების ფონზე, უმრავლესობა კვლავ გეგმავს განმეორებით კონკურსში საკუთარი კანდიდატების წარდგენას, უგულებელყოფს რა "მაუწყებლობის შესახებ კანონის" 355–ის მეექვსე პუნქტს, რომელიც ქმნის გარანტიას იმისა, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, დამოუკიდებელი საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეული კანდიდატებიდან,  მრჩეველთა საბჭოს 5 კაციან შემადგენლობაში აჭარის ა/რ უმაღლეს საბჭოში მოქმედმა უმცირესობამ 2 კანდიდატურა წარადგინოს. კოალიცია იმედოვნებს, რომ აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს უმრავლესობა არ გაიზიარებს კანონის არასწორ ინტერპრეტაციას და აჭარის ტელევიზიისა და რადიოს რეფორმირების პროცესი წარიმართება  იმ პრინციპების დაცვით, რომელიც მაქსიმალურად უზრუნველყოფს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დამოუკიდებლობასა და სანდოობას.
ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.