ქარტიის საბჭოს განცხადება გადაცემა "სხვა შუადღეზე-
18.07.2014

კატეგორია : განცხადებები;
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო ეხმაურება "რუსთავი 2-ის" გადაცემა "სხვა შუადღის" ფრაგმენტს, რომელშიც წამყვანები დონეცკთან ახლოს მომხდარ ავიაკატასტროფაზე საუბრობდნენ, კერძოდ, წამყვან დიმიტრი ობოლაძის კომენტარს. მან შეურაცხმყოფელი ეპითეტით მოიხსენია რუსი ერი (2014 წ. 18 ივლისი) ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ მომხდარი ტრაგედიის გამო წამყვანის ემოცია შესაძლოა, გასაგები იყოს, თუმცა მსგავსი ფორმით მისი გამოხატვა სატელევიზიო ეთერით მიუღებელია. საბჭო წამყვანის გამონათქვამს აფასებს, როგორც სიძულვილის ენას, ქსენოფობიურს და განმარტავს, რომ მსგავსი გამონათქვამებით მაუწყებელი არღვევს როგორც კანონს მაუწყებლობის შესახებ, ისე მაუწყებელთა ქცევის კოდექსს და საერთაშორისოდ აღიარებულ პროფესიულ სტანდარტებს. კანონი მაუწყებლობის შესახებ: მუხლი 56. პროგრამული შეზღუდვები 2. იკრძალება ისეთი პროგრამების გადაცემა, რომლებიც რაიმე ფორმით რასობრივი, ეთნიკური, რელიგიური ან სხვაგვარი შუღლის გაღვივების, რომელიმე ჯგუფის დისკრიმინაციის ან ძალადობისკენ წაქეზების აშკარა და პირდაპირ საფრთხეს ქმნის. 3. იკრძალება ისეთი პროგრამების გადაცემა, რომლებიც მიმართულია პირის ან ჯგუფის ფიზიკური შესაძლებლობის, ეთნიკური კუთვნილების, რელიგიის, მსოფლმხედველობის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის ან სხვა თვისებისა თუ სტატუსის გამო შეურაცხყოფისაკენ, დისკრიმინაციისაკენ ან ამ თვისებისა თუ სტატუსის განსაკუთრებული ხაზგასმისაკენ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს აუცილებელია პროგრამის შინაარსიდან გამომდინარე და მიზნად ისახავს არსებული შუღლის ილუსტრირებას. მაუწყებელთა ქცევის კოდექსი: თავი IX მრავალფეროვნება, თანასწორობადაშემწყნარებლობა მუხლი 31. მრავალფეროვნებისა, თანასწორობისადაშემწყნარებლობისპრინციპი მაუწყებელმა თავი უნდა შეიკავოს ისეთი მასალის გამოქვეყნებისგან, რომელიც გააღვივებს სიძულვილს ან არატოლერანტობას  რასის, ენის, სქესის, რელიგიური კუთვნილების, პოლიტიკური შეხედულებების, ეთნიკური, გეოგრაფიული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე. მუხლი 33. სახელმძღვანელორეკომენდაციებიმაუწყებლის მიერმრავალფეროვნების, თანასწორობისდატოლერანტობისპრინციპებისდაცვისშესახებ 1.       მაუწყებელმა თავი უნდა აარიდოს ეთნიკურ ან რელიგიურ კუთვნილებასა და უარყოფით მოვლენებს შორის დაუსაბუთებელი პარალელების გავლებას, მათ შორის ცალკეული პიროვნებების საქმიანობის ასოცირებას მთელ ჯგუფთან. 3.       მაუწყებელმა  თავიდანუნდააიცილოსრელიგიური, ეთნიკური, ან სხვა ნიშნის მიხედვით რომელიმე ჯგუფის შეურაცხყოფა, მათ შორის გარკვეული ლექსიკის ან გამოსახულების გამოყენება. ეს მოთხოვნა არ უკრძალავს მაუწყებელს, ხელი შეუწყოს ინფორმირებულ  და არა ცალმხრივ დისკუსიას შეუწყნარებლობის ან დისკრიმინაციის საკითხებზე, ან გადასცეს ფაქტობრივი მასალა ან საზოგადოებაში რეალურად არსებული მოსაზრება. 4.       თუ წყარო პირდაპირ ეთერში ან ახალ ამბებში უსაფუძვლოდ ასახელებს ეთნიკურ წარმომავლობას, რელიგიურ მრწამს, სექსუალურ ორიენტაციას, ოჯახურ ან ქონებრივ მდგომარეობას, სოციალურ კუთვნილებას, ან ნებისმიერ სხვა ნიშანს, როგორც პრობლემის გამომწვევ მიზეზს ან იყენებს შეურაცხმყოფელ ტერმინოლოგიას რომელიმე ჯგუფის მიმართ, წამყვანი არ უნდა აყვეს ასეთ დიალოგს და შეეცადოს შეურაცხმყოფელი განცხადების ავტორს დაუსვას შეკითხვა გამოთქმული მოსაზრების და საბუთების მიზნით. ამასთან, ქარტიის საბჭო კიდევ ერთხელ შეახსენებს მაუწყებელს, რომ საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტის მიხედვით, სიძულვილი ენა არის ერთადერთი რამ, რომელზეც ჟურნალისტი ვალდებულია, ჰქონდეს საკუთარი მართებული პოზიცია. მედიამ არა თუ თავად არ უნდა გამოიყენოს სიძულვილი ენა, არამედ არ უნდა შეიწყოს ხელი მის ტირაჟირებასაც. პირდაპირ ეთერში მოწვეული სტუმრის მიერ გაკეთებულ დისკრიმინაციულ განცხადებებს ჟურნალისტი პირდაპირ ეთერშივე უნდა გაემიჯნოს და დაუპირისპირდეს. თუ ჩანაწერია, მკაფიოდ უნდა ჩანდეს, რომ არატოლერანტული გამონათქვამები არ არის ჟურნალისტის პოზიცია. საჯარო პირს დისკრიმინაციული გამონათქვამი უნდა დაუტოვოს ჟურნალისტმა, კერძო პირს კი, შეიძლება, ამოუჭრას – თუ მიზანი არატოლერანტული გარემოს ჩვენება არ არის. ზოგადად, ევროპული ტენდენცია იმგვარია, რომ ჟურნალისტი უნდა ებრძოდეს დისკრიმინაციულ გამონათქვამებს. ყოველივე ზემთქმულიდან გამომდინარე, ქარტიის საბჭო კიდევ ერთხელ მიმართავს მედიასაშუალებებს მეტი სიფრთხილით მოეკიდონ ეთნიკურ, რელიგიურ, სექსუალურ ან სხვა ნიშნით შეფასებებს, სამაუწყებლო კომპანია რუსთავი - 2-ს, კი მოუწოდებს, გააკეთოს შესაბამისი განმარტება წამყვანის ქსენოფობიურ გამონათქვამთან დაკავშირებით.
ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.