ქარტიის საბჭოს გამოხმაურება "გურიანიუსის- ჩანაწერზე
08.12.2014
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო ეხმაურება გამოცემა "გურიანიუსის" ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციას და აუდიოჩანაწერს, რომელიც ჟურნალისტ ჟანა მეგრელიშვილისა და ოზურგეთის მერის, ბეგლარ სიორიძის სატელეფონო საუბარს ასახავს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო ეხმაურება გამოცემა "გურიანიუსის" ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციას და აუდიოჩანაწერს, რომელიც ჟურნალისტ ჟანა მეგრელიშვილისა და ოზურგეთის მერის, ბეგლარ სიორიძის სატელეფონო საუბარს ასახავს. ჩანაწერში, ოზურგეთის მერი შეურაცხყოფას აყენებს ჟურნალისტს შემდეგი სიტყვებით : შენ ნორმალური ხარ, შვილო?! თუ ვერ ხარ ნორმალური? ბატონო, კი არა ბებიაშენის! თუ ხარ-მეთქი ნორმალური, გეკითხები?! დღეს არის შაბათი, არის 7 საათი! რას მეკითხები, ნორმალური ხარ საერთოდ? ჯახვა კი არა, ნორმალური თუ ხარ?! დეგენერატია, ტო!". "გურიანიუსის" ინფორმაციით, მერმა მოგვიანებით განმარტა, რომ ის მეგობრის დაკრძალვაზე იმყოფებოდა და ამიტომაც ვერ შეძლო ჟურნალისტთან საუბარი, თუმცა ჩანაწერში მისი დამოკიდებულება და ტერმინოლოგია ჟურნალისტის მიმართ ერთმნიშნელოვნად მიუღებელი და დაუშვებელია. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო შეშფოთებულია საჯარო მოხელის მხრიდან მსგავსი დამოკიდებულებით და შეახსენებს ოზურგეთის მერს, რომ მისი თანამდებობრივი პასუხისმგებლობა მედიასთან ურთიერთობის ამგვარ წესებს არ გულისხმობს. ქარტიის საბჭო მოუწოდებს სახელმწიფო მოხელეებს ჟურნალისტებთან ურთიერთობისას იხელმძღვანელონ, საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებებით, რათა მედიის წარმომადგენლებს მიეცეთ პროფესიული საქმიანობის განხორციელების საშუალება. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო მნიშვნელოვანად მიიჩნევს მოხდეს ადეკვატური რეაგირება მსგავს ცალკეულ შემთხვევებზე, რომ მსგავსი მიუღებელი და შეუფერებელი საქციელი არ იყოს გადამდები სხვა საჯარო პირებისთვის.
ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.