ქარტიის საბჭო პოლიციას ჟურნალისტების უსაფრთხოების დაცვისკენ მოუწოდებს
11.12.2014
საბჭოს გამოხმაურება გაზეთ "სამხრეთის კარიბჭესთან" გამართულ საპროტესტო აქციაზე საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო მოუწოდებს სამართალდამცველებს, უზრუნველყონ "სამხრეთის კარიბჭის" რედ საბჭოს გამოხმაურება გაზეთ "სამხრეთის კარიბჭესთან" გამართულ საპროტესტო აქციაზე საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო მოუწოდებს სამართალდამცველებს, უზრუნველყონ "სამხრეთის კარიბჭის" რედაქციის, ტელეკომპანია "მაესტროს" კორესპონდენტისა და რაიონში ამ თემაზე მომუშავე ჟურნალისტების უსაფრთხოება. სოფელ გოგაშენის მკვიდრთა ნაწილის საპროტესტო აქცია რედაქციასთან 10 დეკემბერს გამოქვეყნებულ იმ სტატიას მოჰყვა, რომელშიც ბრალდებულის ნათესავები პოლიციის მხრიდან შესაძლო ზეწოლაზე საუბრობდნენ. საქმე ეხება რამდენიმე თვის წინ ამავე სოფელში მომხდარ ბებიისა და შვილიშვილის მკვლელობას და მის გამოძიებას. ქარტია იმედოვნებს, რომ სამართალდამცველთა მხრიდან გავრცელებულ ინფორმაციაზე რეაგირება იქნება ადეკვატური და ოპერატიული, ამავე დროს სრულად იქნება უზრუნველყოფილი მედიის წარმომადგენელთა უსაფრთხოება და ჟურნალისტებს ხელი არ შეეშლებათ პროფესიული მოვალეობის შესრულებაში. ამასთან, ქარტია შეახსენებს საზოგადოებას, რომ "სამხრეთის კარიბჭის" ჟურნალისტები და რედაქტორი ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ხელმომწერები არიან და იღებენ პასუხისმგებლობას, არაზუსტი ინფორმაციის გავრცელების შემთხვევაში, შეასწორონ მასალა. თვითრეგულირების ამ მექანიზმით შეუძლიათ ისარგებლონ სოფელ გოგაშენის მცხოვრებთა ნაწილმაც და პოლიციელებმაც, თუკი ისინი მიიჩნევენ, რომ რედაქციამ მოვლენები ტენდენციურად გააშუქა.
ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.