ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადება
14.12.2014

კატეგორია : განცხადებები;
14 დეკემბერი, 2014 წ. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ 11 დეკემბერს გაავრცელა განცხადება, რომელშიც სამართალდამცველებს გამოცემა "სამხრეთის კარიბჭის" ჟურნალისტების უსაფრთხოების უზრუნველყოფას სთხოვდა. განვითარებული მოვლენები გვაძლევს საფუძველს, ვივარაუდოთ, რომ "სამხრეთის კარიბჭის" სარედაქციო დამოუკიდებლობაში უშუალოდ შსს-ს თანამშრომლები ერევიან. ქარტიის საბჭო ფლობს ინფორმაციას გამოცემის ჟურნალისტის მიმართ ბოლო 2 დღის განმავლობაში განხორციელებული მუქარისა და შანტაჟის შესახებ. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის საბჭო მოუწოდებს შსს-ს გენერალურ ინსპექციასა და საქართველოს პროკურატურას, უსწრაფესად გამოიძიონ "სამხრეთის კარიბჭის" ჟურნალისტებზე მიმდინარე ზეწოლის ფაქტები. შსს-ს მხრიდან უნდა შეწყდეს გამოცემის სარედაქციო საქმიანობაში ჩარევის მცდელობები და სრულად უზრუნველყონ ჟურნალისტების უსაფრთხოება. ამ პროცესში მონაწილე პირებს შევახსენებთ, რომ ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობისთვის უკანონოდ ხელის შეშლა, ე.ი. მისი იძულება, გაავრცელოს ინფორმაცია ან თავი შეიკავოს მისი გავრცელებისაგან ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით. ქარტიის საბჭო სრულ სოლიდარობას უცხადებს გაზეთ "სამხრეთის კარიბჭეს" და მოუწოდებს მედიასაშუალებებს, სამოქალაქო საზოგადოებას, სახალხო დამცველს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, ყურადღებით დააკვირდნენ "სამხრეთის კარიბჭის" ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს.
ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.