ქარტიის საბჭოს განცხადება თსუ-ში ჟურნალისტების ხელშეშლის ფაქტზე
15.03.2016

კატეგორია : განცხადებები;
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტების მიერ გამართული აქციების გაშუქებისას რამდენიმე ჟურნალისტს ხელი შეეშალა პროფესიული მოვალეობის განხორციელებისას. მათი ცნობით, "ლიბერალის" ფოტოგრაფს კამერა დაუმტვრიეს, ხოლო ნეტგაზეთის რეპორტიორს ის ტელეფონი წაართვეს, რომლითაც აქციას იღებდა. "ლიბერალის" კიდევ ერთ ჟურნალისტს, სოფო გოგიშვილს, რომელიც ასევე მობილურით იღებდა უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესს, გაურკვეველმა პირმა ყელში ხელი წაუჭირა და ტელეფონი ჩამოართვა." ფიზიკური ძალადობის შესახებ საუბრობს "Palitra New-ის" ჟურნალისტიც.
ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი დანაშაულია. თსუ-ში აქციები კვლავაც გრძელდება, მნიშვნელოვანია, რომ მედიის წარმომადგენლებს მიეცეთ პროფესიული საქმიანობის თავისუფლად განხორციელების საშუალება და შეძლონ აუდიტორიისთვის ინფორმაციის მიწოდება. შესაბამისად, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, უნივერსიტეტის დაცვის თანამშრომლებს, უზრუნველყონ ჟურნალისტების უსაფრთხო სამუშაო პირობები.
//
ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.