ქარტიის საბჭოს განცხადება პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებთან დაკავშირებით
19.06.2016

კატეგორია : განცხადებები;
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის საბჭო ეხმაურება ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტს. მაუწყებლის ინფორმაციით, 19 ივნისს გამთენიისას ჟურნალისტი ელენე ფირცხალაიშვილი და ოპერატორი გიორგი ცანავა, აეროპორტის ტერმინალში, საქართველოს პარლამენტის წევრებისაგან ინტერვიუს იღებდნენ, როდესაც უცნობმა პირმა მათ ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ოპერატორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
ბოლო პერიოდში ჟურნალისტებზე თავდასხმის უკვე არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა, საზოგადოებისთვის უცნობია, რა შედეგით დასრულდა გამოძიება, არ გავრცელებულა ინფორმაცია დაისაჯა თუ არა ვინმე ჟურნალისტის საქმიანობის ხელშეშლის გამო. უფრო მეტიც, ხშირ შემთხვევაში გამოძიება არ მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით, რომლის თანახმადაც, ისჯება "ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ესე იგი მისი იძულება, გაავრცელოს ინფორმაცია ან თავი შეიკავოს მისი გავრცელებისაგან". "რუსთავი 2-ის" გადამღებ ჯგუფზე თავდასხმაც ტელეკომპანიის ინფორმაციით, სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით (ცემა) დაიწყო, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ ჟურნალისტის საქმიანობის დაცვის მიზნით კოდექსში არსებული 154-ე მუხლი პრაქტიკულად არ გამოიყენება.
ამ კონკრეტულ შემთხვევაში გადამღებ ჯგუფს სწორედ პროფესიული მოვალეობის განხორციელებაში შეუშალეს ხელი. ამიტომაც მნიშვნელოვანია მას მიენიჭოს შესაბამისი კვალიფიკაცია, დადგეს დამნაშავე პირის პასუხისმგებლობა და საზოგადოებამ იცოდეს, რომ ჟურნალისტის საქმიანობას იცავს კანონი, რომლის დარღვევის შემთხვევაში დამნაშავე ადეკვატურად დაისჯება.
ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.