ქარტიის საბჭოს განცხადება "გურია ნიუსზე" განხორციელებული ჰაკერული თავდასხმის შესახებ
21.02.2017

კატეგორია : განცხადებები;
სააგენტო "გურია ნიუსის" ინფორმაციით, მათი ვებსაიტი ჰაკერული თავდასხმის შედეგად დაზიანდა. ჰაკერული თავდასხმა 21 თებერვალს, 3 საათზე განხორციელდა, შედეგად, წაშლილია საიტზე 2011 წლიდან დღემდე ატვირთული მასალები.

დაზიანებულია მონაცემთა ბაზაც. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო იმედს გამოთქვამს, რომ სამართალდამცავები დროულად და ეფექტურად გამოიძიებენ აღნიშნულ ფაქტს და "გურია ნიუსის" ჟურნალისტებს მიეცემათ საშუალება, შეუფერხებლად გააგრძელონ საქმიანობა.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.