02.10.2017
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის
საბჭოს სხდომის ოქმი N2017-4
დისტანციური საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით გამოხატული ნების
საფუძველზე 2017 წლის 02 ოქტომბერს შედგა წინამდებარე საბჭოს სხდომის
ოქმი.საბჭოს წევრები: გიორგი მგელაძე, თაზო კუპრეიშვილი, მაია მეცხვარიშვილი, ნინო ჯაფიაშვილი, ჯაბა ანანიძე, თეა ზიბზიბაძე, გერონტი ყალიჩავა, თამუნა უჩიძე, მაია მამულაშვილი.
- ქარტიის საბჭოს განცხადებებით [N 162,163] მომართა ირმა გელაშვილმა.
- განმცხადებლის აზრით ონლაინ პორტალებზე ONNEWS.GE და MEDIA.LIDER.GE გამოქვეყნებული სტატიებით დაირღვა ქარტიის პირველი, მე-3 და მე-11 პრინციპი.
- სადავო სტატიები შეიცავდა მომავალთან დაკავშირებით ლელა კაკულიას პროგნოზს და სხვადასხვა პრაქტიკულ რჩევას.
- განმცხადებლის პოზიციით სტატიებში მითითებული ინფორმაცია არ შეესაბამებოდა სიმართლეს და ლელა კაკულიას არ გაუვრცელებია ის.
- განცხადების გადაგზავნის შემდეგ მოპასუხე მხარეებმა წაშალეს სადავო სტატიები საკუთარი ვებგვერდებიდან.
- წინამდებარე ოქმის მე-5 მუხლში მითითებული გარემოება დამაკმაყოფილებელია განმცხადებლისათვის. შესაბამისად, მხარეებს შორის შედგა და დამტკიცდა მედიაცია.