ქარტიის საბჭო ჟურნალისტებისთვის შესაძლო ხელის შეშლის ფაქტის გამოძიებას ითხოვს
03.07.2017

კატეგორია : განცხადებები;
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიმართა მარნეულის სათემო რადიოს ხელმძღვანელმა კამილა მამედოვამ, რომლის თქმითაც მასზე და რადიოს სხვა ჟურნალისტებზე ბოლო ერთი კვირის განმავლობაში სხვადასხვა პირის მხრიდან ხორციელდება ზეწოლა, ემუქარებიან, აყენებენ სიტყვიერ შეურაცხყოფას სოციალური ქსელების და სატელეფონო ზარების მეშვეობითაც.

ჟურნალისტებმა პოლიციას უკვე მიმართეს. როგორც კამილა მამედოვა ამბობს, ზეწოლა მას შემდეგ დაიწყო, რაც რადიო „მარნეულმა“ გამოაქვეყნა მასალა ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში (ქვემო ქართლი) სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებლის უკონკურსოდ დანიშვნის შესახებ.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, დროულად და ადეკვატურად გამოიძიონ ჟურნალისტებისთვის შესაძლო ხელის შეშლისა და მუქარის ფაქტი.
ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.