კატეგორია : განცხადებები;
"კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის’’ ყურადღებით ადევნებს თვალს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის შესარჩევ კონკურსს.
მნიშვნელოვანია კონკურსი წარიმართოს გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტით, რომ არ დარჩეს კითხვები შერჩევის ობიექტურობასთან დაკავშირებით.საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ერთად, უკვე აქვს მსგავსი კონკურსების გამჭვირვალედ წარმართვის დადებითი გამოცდილება, როცა დაინტერესებულ საზოგადოებას ეძლეოდა საშუალება რეალურ დროში ედევნებინა თვალი სამეთვალყურეო საბჭოსა და კანდიდატებს შორის გასაუბრების პროცესისთვის, საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების კონცეპტუალური მსჯელობებისთვის. კანდიდატებს შორის ტელედებატების, გასაუბრებების ღია ინტერნეტ-სტრიმების საშაულებით, ასვეე საკონკურსო დოკუმენტაციის საჯაროობით, საზოგადოებას შეეძლო ენახა და შეედარებინა კანდიდატთა მონაცემები. საყურადღებოა შერჩევის კრიტერიუმების ღიაობის, შეფასების მეთოდოლოგიის გამჭვირვალობაც, რაც ამ ეტაპზე ნაკლებადაა უზრუნველყოფილი.
საზოგადოების მხრიდან მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, სამეურევეო საბჭოსგან ველით შესაბამის ქმედებებს და კონკურსის ღიად და გამჭვირვალედ წარმართვას.
კოალიციის წევრი ორგანიზაციები: •მედიაკლუბი •საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია •ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი •ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო" • საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია (GARB) •სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი •არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო საზოგადოებისათვის" •ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი •საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია • საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაცია • მედიის მხარდაჭერის ფონდი •სატელევიზიო ქსელი
 
  
                            ![კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ წევრები უარყოფითად ვაფასებთ
2020 წლის 08 ნოემბერს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობის
მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს სახელმწიფოს
მხრიდან აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ უკანონო და არაპროპორციული
ძალის გამოყენების ფაქტებს. რასაც მოჰყვა როგორც აქციის მონაწილეთა,
ისე ჟურნალისტების მნიშვნელოვანი დაზიანება.
ამ დროისათვის ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით[1], დაშავდნენ
გადამღები ჯგუფები და დაზიანდა მედია ორგანიზაციების კუთვნილი
ტექნიკა. გავრცელებულ ვიდეომასალებში ჩანს, რომ წყლის ჭავლს, რომლითაც
პერიოდულად აქციის დაშლას ცდილობდნენ, დამიზნებით უშენდნენ მედიის
წარმომადგენლებსაც. ჟურნალისტები და ოპერატორები სწორედ წყლის ჭავლმა
დააზიანა. მათი ნაწილი, წყლის წნევის გამო, გადაღების მანქანებიდანაც
გადმოვარდა:
1. აქციის გაშუქებისას  კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ წევრები უარყოფითად ვაფასებთ
2020 წლის 08 ნოემბერს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობის
მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს სახელმწიფოს
მხრიდან აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ უკანონო და არაპროპორციული
ძალის გამოყენების ფაქტებს. რასაც მოჰყვა როგორც აქციის მონაწილეთა,
ისე ჟურნალისტების მნიშვნელოვანი დაზიანება.
ამ დროისათვის ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით[1], დაშავდნენ
გადამღები ჯგუფები და დაზიანდა მედია ორგანიზაციების კუთვნილი
ტექნიკა. გავრცელებულ ვიდეომასალებში ჩანს, რომ წყლის ჭავლს, რომლითაც
პერიოდულად აქციის დაშლას ცდილობდნენ, დამიზნებით უშენდნენ მედიის
წარმომადგენლებსაც. ჟურნალისტები და ოპერატორები სწორედ წყლის ჭავლმა
დააზიანა. მათი ნაწილი, წყლის წნევის გამო, გადაღების მანქანებიდანაც
გადმოვარდა:
1. აქციის გაშუქებისას](https://cdn.gweb.ge/buffer/1000907/pictures/category/e52daf68cadec709f2801bf39b4160bd.png) 
                             
                             
                                                                                         
                                                                                         
 