13.08.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ "ქარტიის პრიზი 2019-ის"
გამარჯვებულები დააჯილდოვა. ჟიურიმ საუკეთესოდ მიიჩნია შემდეგი
ნამუშევრები:- ვიდეორეპორტაჟი - ბესო გვენეტაძე, ინდიგო
- მულტიმედია პროექტი - ლაშა ცერცვაძე, ინდიგო
- სტატია ან ნარკვევი ბეჭდურ ან ონლაინ მედიაში -ლუკა პერტაია, ნეტგაზეთი
- ჟურნალისტური გამოძიება - ნინო რამიშვილი, სტუდია მონიტორი
- ბავშვთა საკითხები - ეკა ქევანიშვილი, რადიო თავისუფლება
პირველ ოთხ კატეგორიაში კონკურსი გამოცხადებული იყო IREX-ის მხარდაჭერით; ბავშვთა საკითხების ეთიკურად გაშუქებისთვის პრიზი დაწესებულია გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის მიერ.