დავით ბეგიაშვილის განცხადება ქარტიამ დასაშვებად სცნო
15.11.2019

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად სცნო დავით ბეგიაშვილის განცხადება სამი მედიასაშუალების: commersant.ge, ipn.ge და bpn.ge-ს  წინააღმდეგ.

საქმე ეხება სამივე მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ იდენტურ მასალას, სახელწოდებით:  „ვინ არის კიდევ ერთი ბიზნესმენი, რომელიც ხაზარაძის 36 კაციან სიაშია“. განცხადების თანახმად, commersant.ge-მ და bpn.ge-მ მასალა ვებგვერდზე გამოაქვეყნეს, ipn.ge-მ კი მის სოციალურ გვერდზე გააზიარა bpn.ge-ს მასალა. 

განმცხადებლით თქმით, გავრცელებული ინფორმაცია მისი ან მისი კომპანიების პოლიტიკურ პარტიასთან კავშირის შესახებ არასწორია.  შესაბამისად, მხარე მიიჩნევს, რომ ვებგვერდებზე გამოქვეყნებული მასალით დაირღვა ქარტიის პირველი - ინფორმაციის სიზუსტე და მეხუთე პრინციპი - არაზუსტი ინფორმაციის შესწორება.

ქარტიის საბჭო განცადებას ღია სხდომაზე განიხილავს.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.