კატეგორია : ანონსი;
20 მარტს, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ განიხილა რამაზ სამხარაძის განცხადება ტელეკომპანიის “იმედი” გადაცემის “იმედის კვირა” ავტორისა და წამყვანის, ირაკლი ჩიხლაძის, ასევე ჟურნალისტების, ანუკი გუმბერიძისა და სანდრო გამსახურდიას, წინააღმდეგ.
სადავო ჟურნალისტური პროდუქტი ტელეკომპანიის “იმედი” გადაცემის “იმედის კვირა” ეთერში 2025 წლის 30 ნოემბერს გავიდა. ჟურნალისტურ გამოძიებაში რადიო “თბილისი”, სხვა მედიასაშუალებებთან ერთად, წარმოჩენილი იყო როგორც “უცხოური გავლენის აგენტი” და “უცხოური სპეცსამსახურების ინტერესების გამტარებელი/მართული სტრუქტურა”.
განმცხადებელი დავობდა ქარტიის პირველი (სიზუსტე), მე-3 (დადასტურებული წყარო), მე-5 (შესწორების ვალდებულება) პრინციპების დარღვევაზე.
განხილვის პროცესში, განმცხადებელმა მე-3 პრინციპი მოხსნა.
საბჭოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანიის “იმედი” ავტორმა და წამყვანმა ირაკლი ჩიხლაძემ, ასევე, ამავე მედიასაშუალების ჟურნალისტებმა ანუკი გუმბერიძემ და სანდრო გამსახურდიამ დაარღვიეს პირველი და მე-5 პრინციპები.
მოპასუხე მხარე სხდომას არ დასწრებია და პოზიცია წერილობით არ წარმოუდგენია.
საქმეზე სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.