კატეგორია : ანონსი;
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას განცხადებით მომართა გიგა გელხვიიძემ “რუსთავი2”-ის არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტის წინააღმდეგ.
2025 წლის 26 სექტემბერს სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი2”-მა თავის ოფიციალურ Facebook გვერდზე გამოაქვეყნა ქარდი, სადაც საუბარი იყო იარაღის უკანონო ტარების გამო არასრულწლოვნის დაკავების შესახებ.
განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (სიზუსტე), მე-3 (დადასტურებული წყარო), მე-4 (ინფორმაციის მოპოვების კეთილსინდისიერი და სამართლიანი მეთოდები), მე-5 (შესწორება), მე-8 (ბავშვის უფლებები) და მე-11 (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპების დარღვევაზე.
მოპასუხე ჟურნალისტად განმცხადებლების მხრიდან განისაზღვრა “რუსთავი2”-ის არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტი.
ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს, დაირღვა თუ არა სადავო ჟურნალისტურ პროდუქტში ქარტიის პრინციპები.