კატეგორია : ანონსი;
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო ორშაბათს, 20 ოქტომბერს, 20:00 საათზე, განიხილავს ანნა ნადარეიშვილის განცხადებას:
ანნა ნადარეიშვილი ტელეკომპანია “იმედის” წინააღმდეგ
სადავო მასალა სათაურით - “ვრცელდება ბაჩო ახალაიას და პაატა ბურჭულაძის ჩანაწერი”, ტელეკომპანია “იმედმა” 4 ოქტომბერს გამოაქვეყნა.
განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (სიზუსტე), მე-3 (დადასტურებული წყარო) და მე-7 (დისკრიმინაცია) პრინციპების დარღვევაზე.
მოპასუხედ განმცხადებლის მხრიდან განისაზღვრა ტელეკომპანია “იმედი”.
ქარტიის საბჭო განცხადებებს განიხილავს და გადაწყვეტს, დაირღვა თუ არა სადავო ჟურნალისტურ პროდუქტში ქარტიის პრინციპები.
სხდომა წარიმართება ონლაინ რეჟიმში, პლატფორმა ZOOM-ის მეშვეობით. საქმის განხილვა ღიაა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია დასწრება. სხდომაზე დასწრებისთვის საჭირო მონაცემების მისაღებად, მოგვწერეთ მეილზე: ethicscharter@gmail.com