სახელმძღვანელო მითითებები და თვითრეგულირების სტანდარტები გენდერის, გენდერული ნიშნით ძალადობისა და ლგბტქი საკითხებზე სენსიტიური და ეთიკური გაშუქების შესახებ
01.04.2023

მედია მნიშვნელოვან გავლენას ახდენს გენდერთან და სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებული სოციალური და კულტურული ნორმების ფორმირებასა და განვითარებაზე. ყოველდღიურ ცხოვრებაში ქალებისა და ლგბტქი ადამიანების მიმართ მედიის დამოკიდებულება და არსებული სტერეოტიპების გამყარება ამ ჯგუფების მიმართ ძალადობასთან არის პირდაპირ კავშირში.

მედია, მხოლოდ სამყაროს სარკე არ არის - ის აქტიურად ახდენს წარმოდგენებისა და მოსაზრებების ფორმირებას. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მას მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა აკისრია, როდესაც საქმე ქალებთან, გენდერთან და სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებული საკითხების სამართლიან, ზუსტ, არასტერეოტიპულ და დაბალანსებულ გაშუქებას ეხება.

მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მედიაში ქალები ნაკლებად არიან წარმოდგენილნი, ისინი უმცირესობაში არიან პოლიტიკაში; ახალი ამბები კი, რომლებიც შესაძლოა, ქალებს ეხებოდეთ, ხშირად მაინც კაცის ხმით და კაცის პერსპექტივიდან არის გაჟღერებული. მათი მოსაზრებების, გამოცდილებისა და პროფესიების კუთხით კაცები გაცილებით უკეთ არიან დაფასებულები. მიუხედავად ექსპერტების ხაზგასმისა, რომ ჟურნალისტურ სკოლებში ჩარიცხული და სხვადასხვა მედიაში დასაქმებული ქალების წილი შედარებით მაღალია, საქართველოში მენეჯერულ პოზიციებზე ისინი მაინც ნაკლებად არიან წარმოდგენილნი.

ამ სახელმძღვანელო მითითებების მიზანი ქალებისა და ლგბტქი ადამიანების მიმართ არსებული სტერეოტიპების, არასწორი წარმოდგენებისა და ისეთი სახის გაშუქების შემცირებაა, რამაც, შესაძლოა, ცრურწმენისა და მათზე ძალადობის ლეგიტიმაცია მოახდინოს.

სახელმძღვანელო წესებს სრულად შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.