ირაკლი მსხილაძე ონლაინ გამოცემა "ციტირების ინდექსის" ჟურნალისტია.
2004 წელს დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჟურნალისტიკის სპეციალობით. 2005 წლიდან მუშაობდა რადიო „მწვანე ტალღის“ ბათუმის ოფისში. 2006 წელს დაჯილდოვდა სპეციალური პრიზით გენდერულ თემატიკაზე მომზადებული რადიო სიუჟეტისთვის (გაეროს განვითარების პროგრამის კონკურსი). 2008 წლიდან იყო აჭარის ტელევიზიის ახალი ამბების რეპორტიორი, ხოლო 2015 წლიდან 2025 წლამდე გადაცემა „ბუნების კანონის“ ავტორი. 2017 წელს მედია კონკურსში „სატყეო რეფორმა“ დაჯილდოვდა საუკეთესო სატელევიზიო რეპორტაჟისთვის. 2025 წლიდან ის ონლაინ გამოცემა "ციტირების ინდექსის" ჟურნალისტია.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრად აირჩიეს
2024 წლის 28 დეკემბერს ქარტიის წევრთა საერთო კრებაზე.