გადაწყვეტილებების ძიება

ინიციატივა საჯარო სივრცისთვის და BMG-ს შორის მედიაცია შედგა
13.03.2019
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სხდომის ოქმი N 2019-02
 
2019 წლის 03 მარტს გაიმართა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ საბჭოს შემდეგი წევრები: ნანა ბიგანიშვილი [თავმჯდომარე], თამარ უჩიძე, კამილა მამედოვა, ლიკა ზაკაშვილი, გიორგი სულაძე, გელა მთივლიშვილი, გიორგი მგელაძე.

  1. ქარტიის საბჭოს განცხადებით [განცხადების ნომერი N 255] მომართა „ინიციატივამ საჯარო სივრცისათვის“, ჟურნალისტების - თათია ჩაფიჩაძის და ეკა ბაშარულის წინააღმდეგ.
  2. განმცხადებლის პოზიციით, ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში, 2019 წლის 08 თებერვალს გადაცემა „საქმიან დილაში“ გასულ სიუჟეტში „როგორ გეგმავს M2 ხრუშოვკების ჩანაცვლებას?” დაირღვა ქარტიის 1-ლი, მე-3, მე-5, მე-9 და მე-11 პრინციპი.
  3. განცხადების მიღებიდან მისი განხილვის დღემდე განმცხადებელი/მისი წარმომადგენლები მიიწვიეს „საქმიან დილაში“, სადაც მათ დააფიქსირეს თავისი პოზიცია/პრეტენზიები სადავო სიუჟეტში გაშუქებულ ამბავთან დაკავშირებით.
  4. წინამდებარე ოქმის მე-3 მუხლში მითითებული გარემოების გათვალისწინებით საბჭომ მიიჩნია, რომ მხარეებს შორის შესაძლებელი იყო მედიაცია, რაც შესთავაზა მხარეებს, თავის მხრივ განმცხადებელი და მოპასუხე დაეთანხმნენ მედიაციის მექანიზმს.
  5. ინიციატივა საჯარო სივრცისათვის განცხადებაზე საქმის წარმოება შეწყდა მხარეთა შორის მედიაციის საფუძველზე.